ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

იღებთ თუ არა საკმარის N ვიტამინს?

გსმენიათ ვიტამინი B, C, D, ან E-ს შესახებ, მაგრამ იცით თუ არა რას ნიშნავს ვიტამინი N?

ვიტამინ N-ს ვერ მიიღებთ ქორფა ხილ-ბოსტეულის ჭამით ან თბილი ბიო რძის დალევით, მას არც წითელი ხორცი შეიცავს და არც შავი ლობიო. ვიტამინი N არ შედის არც მულტივიტამინების კომპლექსში და არც ზესაკვების შეიკში, რომელსაც დილაობით გულმოდგინეთ ამზადებთ.

ვიტამინი N-ის მიღება მხოლოდ გარეთ არის შესაძლებელი, როცა ქალაქის აჩქარებულ ტემპს გაეცლებით და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად მთებს მიაშურებთ. ვიტამინი N აღნიშნავს ბუნებას (ინგ. Nature) და მხოლოდ საკმარისი რაოდენობის N ვიტამინის შეუძლია დაგიცვათ “ბუნების დეფიციტის სინდრომისგან” (Nature Deficit Disorder).

წიგნის “ვიტამინი N: ბუნებით მდიდარი ცხოვრების სასიცოცხლო გზამკვლევი” ავტორის, რიჩარდ ლუვის აზრით ბუნებაში ყოფნა დღესდღეობით ბევრ ადამიანს აკლია. კვ

წიგნში მოცემული კვლევა გვიჩვენებს, რომ ტყეში დროის გატარებას უამრავი სარგებელი როგორიცაა  მენტალური სიმახვილე, სიმსუქნის შემსუბუქება, კონცენტრაციის გაუმჯობესება, შფოთვასა და დეპრესიასთან ბრძოლა და ა.შ. ავტორი წერს, რომ “ბუნებაში დროის გატარებამ შესაძლოა გააძლიეროს სოციალური კავშირები და შეამციროს ძალადობა, ამასთანავე ბუნება ხელწ უწყობს სწავლისა და შემოქმედებით უნარებს,  აძლიერებს დიალოგის ეთიკას. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს, ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია კონტაქტი ქონა ბუნებასთან, როგორც კარგი კვება და ადეკვატური რაოდენობის ძილი.

ავტორი ირწმუნება, რომ “მომავალი ეკუთვლით “ბუნების ადამიანებს”, იმ ინდივიდებს, ოჯახებს, ბიზნესმენებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ბუნების გარდამავალ ძალაუფლებას შეიცნობენ და ვირტუალურისა და რეალურის ბალანსს შეძლებენ.

ბუნებაში გასვლა ამცირებს სტრესს და გვხდის უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს. მხოლოდ რამდენიმე სარგებელი რომ დავასახელოთ ბუნებაში ყოფნა ამცირებს დეპრესიას, აუმჯობესებს მსოფლმხედველობას, აუმჯობესებს ზოგადი კეთილდღეობის შეგრძნებას და გვეხმარება კონცენტრაციაში.

ყველამ ვიცით ეს განცდა. როცა ზაფხულის ცხელ დღეს მდელოზე ზიხარ და ყველა მხრიდან ჭრიჭინების ბასრი ხმა გესმის. შეიძლება კოცონთან იჯდე და ვარსკვლავებზე მიშტერებულს ჩაგეძინოს, ცვარიან ბალახზე დილის გარბენის დროს როცა მხოლოდ ჩიტები გიწევენ მეგზურობას.

A growing body of research indicates that by spending more time in nature we can significantly decrease stress, tension, and sympathetic nervous system activity; encourage relaxation; lower blood pressure and heart rate’; decrease depression, anxiety, ADHD, and the need for pain medication; promote faster healing time; assist in recovery from drug and alcohol addiction; aid in coping with trauma and disability; improve self-esteem and self-discipline; increase anticancer protein expression and natural killer cells; and foster more inner peace, joy, feelings of well-being, compassion, and transcendental connectedness.

თანამედროვე ცხოვრება ბუნებით ნამდვილად არ გვანებივრებს და ეს დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: “რაც უფრო მაღალტექნოლოგიური ხდება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო მეტი დროის გატარებაა საჭირო ბუნებაში”.

ბუნებაში 3-4 დღის გატარება საგრძნობლად ცვლის ადამიანის განწყობას. ადამიანებს დაავიწყდათ როგორ იკვებონ ბუნების ნაყოფით, დაანთონ ცეცხლი ან აიშენონ თავშესაფარი. ბუნებაში ყოფნა გვეხმარება  გადავაფასოთ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არა იმაზე შფოთვა, თუ როგორ გამოიყურება ვარცხნილობა ან მივაღწიეთ თუ არა გაყიდვების სასურველ მიზანს.

 

 

სხვა ვიტამინებისგან განსხვავებით, ვიტამინი N არასდროს იქნება ზედმეტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *